Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში მოსამართლეები იფიცებიან პრეზიდენტის ბრძანებულების გასაპროტესტებლად


ეგვიპტეში კაიროს სასამართლო კლუბი - ისევე, როგორც მანამდე ალექსანდრიის კლუბი - გამოვიდა ყველა სასამართლოსა და პროკურატურის მიმართ მოწოდებით, დაუყოვნებლივ დაიწყოს გაფიცვა პრეზიდენტ მოჰამად მურსის დეკრეტის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. დეკრეტი სახელმწიფოს მეთაურისთვის უფლებამოსილებების გაფართოებას ითვალისწინებს. მოსამართლეებმა პრეზიდენტს მოუწოდეს, გააუქმოს ბრძანებულება და თანამდებობაზე დააბრუნოს მის მიერ გათავისუფლებული გენერალური პროკურორი, რომელიც ჯერ კიდევ ჰოსნი მუბარაქის ხელისუფლების დროს მუშაობდა. ოპოზიციის ცნობილი წარმომადგენლის, მოჰამად ელ ბარადეის თქმით, პრეზიდენტთან დიალოგის წარმოება შეუძლებელია, სანამ ის უარს არ იტყვის თავის „დიქტატორულ“ გადაწყვეტილებზე. ელ ბარადეი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციების წინადადებით გამოვიდა. „მუსლიმთა ძმობამ“, რომელიც უჭერს მხარს მურსის, მოუწოდა მის მომხრეებს, სამშაბათს მასობრივი მანიფესტაცია ჩაატარონ კაიროში. თავის მხრივ, პრეზიდენტის მოწინააღმდეგეებიც გეგმავენ სამშაბათს კაიროში აქციას.
XS
SM
MD
LG