Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა განაცხადა, რომ წარმატებით განახორციელა თვითმფრინავის დაჯდომა ქვეყნის პირველ ავიამზიდზე


ჩინეთმა განაცხადა, რომ წარმატებით განახორციელა ავიაგამანადგურებლის დაჯდომა ქვეყნის პირველ ავიამზიდ „ლიაონინზე“. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ახლახან გამართული წვრთნის დროს გამოყენებულ იქნა სამამულო წარმოების სამხედრო თვითმფრინავი, რომლის შექმნისას გათვალისწინებული იყო რუსული საზღვაო-სამხედრო თვითმფრინავი სუ-33-ის კონსტრუქცია. რაც შეეხება „ლიაონინს“, ეს არის საბჭოთა კავშირში დაუმთავრებელი ავიამზიდი კრეისერი „ვარიაგი“, რომელიც ჩინეთმა უკრაინისგან შეისყიდა 1998 წელს. ჩინეთი სამხედრო სფეროში წინსვლის შესახებ აკეთებს განცხადებებს იაპონიასთან, ვიეტნამთან და ფილიპინებთან ტერიტორიული დავების გამწვავების ფონზე.
XS
SM
MD
LG