Accessibility links

logo-print

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სარკოფაგზე ახალი თაღის მონტაჟი დაიწყო


ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე დაიწყო სარკოფაგზე ახალი თაღის მონტაჟი რეაქტორისთვის, რომელიც 1986 წლის კატასტროფის შედეგად დაინგრა. სამუშაოების დაწყებას წინ უსწრებდა მთელი კონსტრუქციის გამოცდა, რომელიც რამდენიმე ათას ტონას იწონის. 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკში მოხდა აფეთქებების სერია, რასაც ძლიერი ნგრევა მოჰყვა. კატასტროფის შედეგად რადიაცია გავრცელდა უკრაინის, ბელორუსიისა და რუსეთის, ასევე ევროპის ქვეყნების რამდენიმე რეგიონში. 1986 წლის ბოლოს აგებული სარკოფაგი ნელ-ნელა ინგრევა. ახალმა კონსტრუქციამ გარემო უნდა დაიცვას რადიაციაციის შესაძლო გაჟონვისგან. მშენებარე სარკოფაგის სიმაღლე 108 მეტრი იქნება, სიგრძე - 150 მეტრი, ხოლო სიგანე - 260 მეტრი. მშენებლობის დასრულება 2015 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG