Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში ათი დღით დაიხურა სამი უდიდესი სახელმწიფო უნივერსიტეტი


ავღანეთში, ქაბულში ერთ კვირაზე მეტი ხნით დაიხურა სამი უდიდესი სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი შეტაკებების გამო, რომლებსაც ერთი სტუდენტი ემსხვერპლა და 30-მდე დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სედიყ სედიყიმ კვირას განაცხადა, რომ ავღანეთის უმაღლესი განათლების სამინისტრომ სიფრთხილის გამო ათი დღით დახურა სამი უნივერსიტეტი. შეტაკებები შაბათს მოხდა მას მერე, რაც სუნიტმა სტუდენტებმა შიიტებს ხელი შეუშალეს მუსულმანური დღესასწაულის, აშურას აღნიშვნაში. .
XS
SM
MD
LG