Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორშაბათს ქეთრინ ეშტონი თბილისს ესტუმრება


თბილისს 26 ნოემბერს საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი ეწვევა. როგორც აცნობეს "ინტერპრესნიუსს" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან, ეშტონი საქართველოში რამდენიმე საათით ჩამოდის. ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთანაც. გამგზავრების წინ, 17:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ქეთრინ ეშტონი ბრიფინგს გამართავს.
XS
SM
MD
LG