Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში გრძელდება მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების გაფიცვა


რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის 54 მძღოლი მეორე დღეა გაფიცულია. მძღოლები ხელფასების გაზრდას, ჯანმრთელობის დაზღვევას და მუნიციპალური ტრანსპორტის სამსხურის უფროსის მამუკა მუმლაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვენ. რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე აცხადებს, ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით მსჯელობა შესაძლებელი მხოლოდ მას შემდეგ იქნება, რაც დეკემბრის ბოლოს რუსთავის 2013 წლის ბიუჯეტის პარამეტრები დამტკიცდება. მძღოლები კი, მოთხოვნების შესრულებამდე გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ.
XS
SM
MD
LG