Accessibility links

logo-print

იუსტიციის სამინისტრო არ იზიარებს პირობითი სასჯელისგან ყველა მსჯავრდებულის გათავისუფლების ინიციატივას


პირობითი სასჯელისგან ყველა მსჯავრდებულის გათავისუფლების ინიციატივას იუსტიციის სამინისტრო არ იზიარებს და პარლამენტს პირობითი სასჯელის პრევენციული მნიშვნელობის გათვალისწინებას ურჩევს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ამნისტიის შესახებ" პროექტის ერთ-ერთი ავტორმა, დეპუტატმა გედევან ფოფხაძე განუცხადა. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე კანონპროექტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს წერილობით რეკომენდაციებს უკვე გაეცნო. მისივე ინფორმაციით, რეკომენდაციები და შენიშვნები პარლამენტში შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებიდანაც გადაიგზავნა. "ამნისტიის შესახებ" პროექტზე მუშაობას პარლამენტი მიმდინარე კვირიდან დაუბრუნდება და მას განხილვასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვით, წლის ბოლომდე მიიღებს.
XS
SM
MD
LG