Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობა ბექაური: მაიძულეს შალვა რამიშვილისთვის ფული შემეთავაზებინა


ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრმა და ყოფილი დეპუტატმა, კობა ბექაურმა განაცხადა, რომ შალვა რამიშვილისათვის ფულის შეთავაზება თავის დროზე აიძულეს ვანო მერაბიშვილმა, ზურაბ ადეიშვილმა, და დათა ახალაიამ. კობა ბექაურმა ამის შესახებ "მაესტროს" ეთერში, თავად შალვა რამიშვილის გადაცემაში ილაპარაკა. ტელეკომპანია "202"-ის დამფუძნებლები შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე 2005 წლის აგვისტოში დააპატიმრეს. მათ დეპუტატ კობა ბექაურისგან 100 000 აშშ დოლარის გამოძალვაში დასდეს ბრალი. რამიშვილის და კოხრეიძის დაკავება ფარული ვიდეოკამერით გადაღებული იმ ვიდეო-მასალის საფუძველზე განხორციელდა, რომელიც სამართალდამცველ ორგანოებს თავად ბექაურმა მიაწოდა.
XS
SM
MD
LG