Accessibility links

გაერო კლიმატის ცვლილების ახალ შეთანხმებაზე მუშაობს


კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გაეროს ყოველწლიური მოლაპარაკებები დაიწყო კატარის დედაქალაქ დოჰაში. 200-მდე ქვეყნის დელეგატები შეეცდებიან გაახანგრძლივონ უკვე არსებული შეთანხმება და შეიმუშაონ მისი შემცვლელი შეთანხმების პროექტი, რომელიც ამცირებს ნახშირორჟანგის გამოყოფას. კიოტოს ოქმს, რომელიც ერთადერთი საერთაშორისო შეთანხმებაა გლობალური დათბობის გამომწვევი ნახშირორჟანგის საფრთხის შესამცირებლად, წლის ბოლო ეწურება მოქმედების ვადა. ორშაბათის შეხვედრა დოჰაში გახსნა სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მაიტე ნკოანა-მაშაბაბანე, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის მოქმედმა პრეზიდენტმა, რომელმაც განაცხადა, რომ საჭიროა გადაუდებელი მოქმედება „მომავალი თაობაში გლობალური კატასტროფის“ თავიდან ასაცილებლად. მოლაპარაკების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე გამოქვეყნდა რამდენიმე ანგარიში, რომელშიც საუბარია იმ საგანგაშო შედეგებზე, რაც ამჟამად არსებულ კლიმატის პოლიტიკამ შეიძლება გამოიწვიოს. გასულ წელს, გაეროს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რათა კლიმატის ცვლილებების ახალი შეთანხმება 2015 წლამდე შეიმუშაონ.
XS
SM
MD
LG