Accessibility links

logo-print

თბილისს ეწვია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი


თბილისში იმყოფება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრების შემდეგ პრესკონფერენციას გამართავს. განსახილველ საკითხთა შორისაა ასოცირების და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმებები, საქართველოს როლი ევროკავშირის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ქვეყნის წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებაში და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა. ვიზიტის წინ ეშტონმა განაცხადა, რომ ინტერესით ელის თბილისში შეხვედრას პრემიერსა და პრეზიდენტთან, რათა მათთან ერთად უზრუნველყონ შემდგომი წინსვლა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელოვან საკითხებში. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს კიდევ ერთხელ მიულოცა საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება და კვლავ აღნიშნა, რომ ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალი მთავრობისა და პრეზიდენტის კონსტრუქციულ თანამშრომლობას. კეტრინ ეშტონის განცხადებითვე, აუცილებელია მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის მიუკერძოებლად გამოყენება.
XS
SM
MD
LG