Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი ვერ ხედავს „პუსი რაიოტის“ წევრების კოლონიაში ყოფნის აუცილებლობას


რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ვერ ხედავს დაპატიმრებული პანკ-ჯგუფის „პუსი რაიოტის“ წევრების ციხეში ყოფნის აუცილებლობას, მიუხედავად იმისა, რომ „ეზიზღება“ მათი ნამოქმედარი. ამის შესახებ მედვედევმა საფრანგეთში დაგეგმილი ვიზიტის წინ, საფრანგეთის მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ისაუბრა. რუსეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, გოგონებმა საკმაო დრო დაყვეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, რის გამოც საპყრობილეში მათი შემდგომი ყოფნა აღარ მიაჩნია საჭიროდ. მარია ალიოხინა და ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა ორწლიან სასჯელს ციხეში იხდიან რელიგიური სიძულვილით მოტივირებული ხულიგნობის ბრალდებით. პანკ-ჯგუფის წევრებმა თებერვალში მოსკოვის საკათედრო ტაძარში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო პერფორმანსი შეასრულეს. „პუსი რაიოტის“ მესამე წევრი ეკატერინა სამუცევიჩი გასულ თვეში თავდებით გაათავისუფლა. დიმიტრი მედვედევი ორშაბათს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრება საფრანგეთს. რუსეთის პრემიერ-მინისტრი პარიზში მის ფრანგ კოლეგას, ჟან მარკ ეროს და პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს შეხევდება.
XS
SM
MD
LG