Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატალონიაში დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა გაიმარჯვეს


ესპანეთის ავტონომიურ ოლქ კატალონიის საკანონმდებლო ორგანოს ვადამდელ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა მმართველმა ნაციონალისტურმა კოალიციამ „კონვერგენცია და ერთობა“, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 30%-ი მიიღო. თუმცა, კოალიციამ ვერ მოიპოვა აბსოლუტური უმრავლესობა და 135 ადგილიან პარლამენტში მას მხოლოდ 50 მანდატი ხვდა წილად. მეორე ადგილზე გავიდა მემარცხენე რესპუბლიკური პარტია, რომელსაც წილად ხვდა 21 მანდატი. ამომრჩეველთა რაოდენობამ არჩევნების დღეს 70%-ს შეადგინა, რაც ბოლო წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. პირველ, მეორე ადგილებზე გასული ალიანსი „კონვერგენცია და ერთობა“ და მემარცხენე რესპუბლიკური პარტია კატალონიის ესპანეთისაგან გამოყოფის მოთხოვნით გამოდიან. სეპარატიზმის მომხრეები მიიჩნევენ, რომ კატალონიელები ძალიან დიდი გადასახადს უხდიან ცენტრალურ ხელისუფლებას, რაც რეგიონის განვითარებასა აფერხებს. კატალონიის ხარჯზე მოდის ესპანეთის „მშპ“-ს დაახლოებით მეხუთედი. ესპანეთი ამჟამად სერიოზულ ეკონომიკური ვარდნას განიცდის.
XS
SM
MD
LG