Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი მეორედ პრეზიდენტად გახდომას არ გამორიცხავს


რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ არ გამორიცხავს მეორედაც დაიკავოს რუსეთის პრეზიდენტის პოსტი. „თუკი სამომავლოდ ჩვენი ხალხი მომანდობს ასეთ სამუშაოს, ასეთ შემობრუნებას მოვლენებისა, ცხადია, არ გამოვრიცხავ. მაგრამ ეს დამოკიდებულია რიგი ფაქტების თანხვედრაზე. ერთხელ მე ვთქვი, რომ საერთოდ არ არის საჭირო რაღაცაზე უარის თქმა. ცნობილი გამოთქმაა: „არასოდეს თქვა არასოდეს“. მით უფრო, რომ ერთხელ მე უკვე შევედი ამ მდინარეში. და ეს სწორედ ის მდინარეა, რომელში ორჯერ შეიძლება შესვლა,“ - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა. ამის შესახებ მედვედევმა საფრანგეთში დაგეგმილი ვიზიტის წინ, საფრანგეთის მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ისაუბრა. დიმიტრი მედვედევი ორშაბათს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრება საფრანგეთს. რუსეთის პრემიერ-მინისტრი პარიზში მის ფრანგ კოლეგას, ჟან მარკ ეროს და პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს შეხვდება.
XS
SM
MD
LG