Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში არეულობაში „მუსლიმთა საძმოს“ წევრი დაიღუპა


ეგვიპტის მმართველი „მუსლიმთა საძმო“ ადასტურებს მისი ერთ-ერთი წევრის დაღუპვას ქვეყნის პრეზიდენტის მოჰამედ მურსის მოწინააღმდეგეებთან შეტაკების დროს. არეულობასა და ძალადობა, რასაც ათობით კაცის დაზიანება მოჰყვა, კვირას დაიწყო ქალაქ დამანჰურში, სადაც დემონსტრანტებმა მუსლიმთა საძმოს ოფისს დაესხნენ თავს. რეფორმატორული ძალები ბრალს სდებენ მურსის მის ხელში დიქტატორული უფლებამოსილებების კონცენტრაციაში და რევოლუციის მონაპოვრის უპატივცემულობაში. ეგვიპტის რევოლუციის შედეგად გასულ წელს ჩამოგდებულ იქნა ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი. მურსი და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო უფლებამოსილებების გაძლიერება აუცილებელია მუბარაქის მომხრეთაგან რევოლუციის დასაცავად.
XS
SM
MD
LG