Accessibility links

logo-print

მორსი თავისი უფლებამოსილების გაფართოებაზე ელაპარაკა მოსამართლეებს


ეგვიპტის პრეზიდენტმა მუჰამედ მორსიმ მოსამართლეებს განუცხადა, რომ ძალაუფლების გაფართოებაზე გადაწყვეტილების მიღებისას პრეზიდენტის უფლებამოსილებას არ გასცდენია. ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე მორსიმ მოსამართლეებს უთხრა, რომ მისი დადგენილება ხელს არ შეუშლის ეგვიპტის სასამართლოების მუშაობას. ეგვიპტის პრეზიდენტის გასულ კვირაში მიღებულმა გადაწყვეტილებამ ქვეყანაში მღელვარება და საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. გასული პარასკევის შემდეგ არეულობას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა ასეულობით დაშავდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ეგვიპტელებს უთანხმოების მშვიდობიანად მოგვარებისკენ მოუწოდა. ”მუსულმანთა საძმომ” დღეს კაიროში მორსის მხარდასაჭერად დაგეგმილი მსვლელობა გააუქმა. მუჰამედ მორსიმ განაცხადა, რომ გააუქმებს თავის დადგენილებას ახალი კონსტიტუციის პროექტის შემუშავებისა და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
XS
SM
MD
LG