Accessibility links

ეგვიპტის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კანონის ფარგლებში მოქმედებს


ეგვიპტის პრეზიდენტმა მუჰამად მურსიმ მოსამართლეებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ კანონის ფარგლებში მოქმედებდა, როცა მიიღო გადაწყვეტილება საკუთარი უფლებამოსილების გაზრდის შესახებ. წუხელ ჩატარებულ შეხვედრაზე, მურსიმ მოსამართლეებს უთხრა, რომ მისი დეკრეტი, რომელიც პრეზიდენტის ნებისმიერ გადაწყვეტილებას იცავს სასამართლო ხელისუფლების მხრიდან ჩარევისგან, არ შეუშლის ხელს ეგვიპტის სასამართლოების მუშაობას. პრეზიდენტის ამ დეკრეტს მოჰყვა მურსის როგორც ოპონენტების, ისე მომხრეების აქციები, რომელთა შედეგადაც დაიღუპა, სულ ცოტა, ერთი და დაშავდა ასობით ადამიანი. იუწყებიან აგრეთვე, როს ეგვიპტის მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, „მუსლიმთა საძმომ“ გააუქმა პრეზიდენტ მურსის მხარდასაჭერად კაიროში სამშაბათისათვის დაგეგმილი დემონსტრაცია, დაძაბულობის განმუხტვის ხელშესაწყობად. მურსი აცხადებს, რომ დეკრეტი გაუქმდება ახალი კონსტიტუციის პროექტის მომზადებისა და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
XS
SM
MD
LG