Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში გაიმართა ტიბეტელი სტუდენტების დემონსტრაცია


აქტივისტების ცნობით, 1000-ზე მეტმა ტიბეტელმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში გამართულ დემონსტრაციაში. იუწყებიან აგრეთვე, რომ კვირას და ორშაბათს აღირიცხა ტიბეტელების მიერ თავის დაწვის კიდევ ოთხი მცდელობა. ცნობების თანახმად, სამი მათგანი გარდაიცვალა. დემონსტრაციის მონაწილე სტუდენტებმა პროტესტი გამოთქვეს ჩინეთში გამოქვეყნებული ოფიციალური ბუკლეტის გამო, რომელშიც „სულელებად“ მოიხსენიებენ ტიბეტელებს, ვინც თავის დაწვით გამოთქვამს პროტესტს ტიბეტში ჩინეთის მმართველობის წინააღმდეგ. უცხოეთის მედიის და აქტივისტების ცნობით, 20-მდე სტუდენტი საავადმყოფოში მოათავსეს მას შემდეგ, რაც პოლიციამ დაარბია კინგაის პროვინციაში ჩატარებული დემონსტრაცია. მარტო მიმდინარე თვეში, სულ ცოტა, 20-მა ტიბეტელმა წაიკიდა ცეცხლი ჩინეთის მმართველობის გასაპროტესტებლად.
XS
SM
MD
LG