Accessibility links

არაფატის ნეშტი ექსჰუმაციის შემდეგ ისევ დაასაფლავეს


პალესტინელი ოფიციალური პირების განცხადებით, იასირ არაფატის ნეშტი დღეს ისევ დაასაფლავეს მას შემდეგ, რაც მისი ექსჰუმაცია მოხდა შესაძლო მოწამვლის დასადგენი სინჯების ასაღებად. არაფატი, რომელიც მრავალი წელი იყო პალესტინელების ლიდერი, 2004 წელს პარიზში გარდაიცვალა, რისი მიზეზიც დღემდე სადავოა. არაბულ ქვეყნებში ბევრს სჯერა, რომ არაფატი მოწამლეს და რომ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ისრაელს ეკისრება. ისრაელი კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებას. საფრანგეთში მკვლელობაში ეჭვმიტანით გამოძიება დაიწყეს მას შემდეგ, რაც შვეიცარიაში მოქმედმა ინსტიტუტმა არაფატის ტანისამოსში აღმოაჩინა რადიოაქტიური ნივთიერების, პოლონიუმის კვალი. არაფატი დაკრძალულია მავზოლეუმში მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ რამალაში. მისი ნეშტიდან აღებული სინჯები შესამოწმებლად გადაეცათ შვეიცარელ, ფრანგ და რუს ექსპერტებს.
XS
SM
MD
LG