Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პოლიტიკაში დაბრუნდა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი


ისრაელის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ციპი ლივნი აცხადებს, რომ პოლიტიკაში ბრუნდება. დღეს თელ-ავივში გამართულ პრესკონფრენციაზე, ლივნიმ განაცხადა ასევე, რომ ქმნის ახალ პოლიტიკურ პარტიას სახელწოდებით „მოძრაობა“. ციპი ლივნი პირობას დებს, რომ იბრძოლებს პალესტინელებთან მშვიდობისათვის. პრესკონფერენციის მსვლელობაში, ლივნიმ გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს მთავრობა პალესტინელებთან მოლაპარაკების ჩიხში შესვლისათვის. ისრაელში 22 იანვარს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ციპი ლივნი 2006-2009 წლებში იყო ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი და წელს, მაისში წავიდა პოლიტიკიდან მას შემდეგ, რაც დაკარგა ლიდერის პოზიცია ოპოზიციურ პარტია „კადიმაში“.
XS
SM
MD
LG