Accessibility links

logo-print

ეშტონი: შუა აზიას მზარდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისათვის


ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა, კეთრინ ეშტონმა ყირგიზეთში ვიზიტით დაიწყო შუა აზიის ტურნე. ბიშკეკში ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ერლან აბდილდაევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ეშტონმა დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა შუა აზიის ქვეყნებში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მიმართ. „ჩვენ ევროკავშირში ძალიან კარგად ვაცნობიერებთ შუა აზიის დიდ მნიშვნელობას და, მე ვიტყოდი, ჩვენთვის შუა აზიის მზარდ მნიშვნელობას. ჩვენ ვდგავართ უსაფრთხოების საერთო პრობლემების წინაშე, გვაქვს დიდი პოტენციალი, განვავითაროთ ენერგეტიკის, ვაჭრობის, ეკონომიკის სფეროებში ურთიერთობა, რომლითაც ისარგებლებენ შუა აზიის ქვეყნები და ევროპის კავშირის ქვეყნები“, განაცხადა ეშტონმა. დღეს ის ბიშკეკში მონაწილეობდა ევროკავშირ-შუა აზიის მინისტერიალში, რომელზეც შეიკრიბნენ რეგიონის ხუთივე ქვეყნის - მასპინძელ ყირგიზეთთან ერთად, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ან მათი მოადგილეები. ეშტონი შეხვდა ყირგიზეთის პრეზიდენტსაც, ალმაზბეკ ატამბაევს. ოთხშაბათს ის უზბეკეთში ჩადის, რის შემდეგაც ტაჯიკეთსა და ყაზახეთს ეწვევა.
XS
SM
MD
LG