Accessibility links

logo-print

ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება განახლდა


განახლდა საგამოძიებო პროცესი, რომელიც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტს უკავშირდება - ამის შესახებ მედიას შეატყობინა გიორგი ჟვანიამ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ძმამ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა, რომელიც 26 ნოემბერს გვიან საღამოს მთავარ პროკურატურაში იმყოფებოდა. ”პროკურატურა გაეცნო იმ მასალებს, რაც მე გამაჩნია. ხოლო მე გავეცანი მასალებს, რაც არის პროკურატურაში და აქტიურად დავიწყეთ თანამშრომლობა”, - განაცხადა გიორგი ჟვანიამ და დასძინა, რომ ”საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული ადამიანები დაიკითხებიან. ”მე არაერთხელ დამიფიქსირებია, რომ ადეიშვილი, მერაბიშვილი და სააკაშვილი არიან ის ადამიანები, რომლებიც, სულ ცოტა, ამ საქმის მასალებს აყალბებდნენ და ამ საქმის მიჩქმალვას ცდილობდნენ”, - აცხადებს გიორგი ჟვანია.
XS
SM
MD
LG