Accessibility links

logo-print

კუდის შენობაში იარაღი უკანონოდ ინახებოდა


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ზუგდიდში მდებარე შენობიდან ამოღებულია: 4 ავტომატური ცეცხლასროლი იარაღი, 1 პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და 900 ცალი ტყვიის ვაზნა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღებიდან არცერთი არ არის რეგისტრირებული. სამინისტროს ვებსაიტზე 26 ნოემბერს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ”წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს განყოფილების ყოფილმა უფროსმა რომა შამათავამ სხვასხვა დასახელების საბრძოლო მასალა შესანახად მის მოადგილეს სამსახურში მიუტანა და მიუთითა, რომ სარდაფში შეენახა.” რომა შამათავა ამ დროისათვის მიმალვაში იმყოფება. საქმეს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო იძიებს.
XS
SM
MD
LG