Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალურად დაუცველი პირები შვეიცარიის საელჩოსგან თავშესაფარს ითხოვენ


გადმოწერა

სოციალურად დაუცველი და საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი 30-მდე ოჯახი თბილისში, შვეიცარიის საელჩოს წინ შეიკრიბა. ისინი ელჩისგან დევნილის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ და ქუჩაში დარჩენას მანამდე აპირებენ, სანამ საცხოვრებელ ბინას არ გამოუძებნიან. აქციის მონაწილეები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ და აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ.

XS
SM
MD
LG