Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში ისევ აპროტესტებენ პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას


კაიროს ცენტრში, ტაჰრირის მოედანზე ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა ეგვიპტის პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდის გასაპროტესტებლად. როგორც იუწყებიან, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა მოედნის განაპირას დაწყებულ შეტაკებაში მონაწილეების წინააღმდეგ. ოპონენტები პრეზიდენტ მუჰამად მურსის ადანაშაულებენ დიქტატორულ ქმედებაში დეკრეტის გამო, რომელიც პრეზიდენტის ნებისმიერ გადაწყვეტილებას იცავს სასამართლო ხელისუფლების მხრიდან ჩარევისგან. მურსის თქმით, დეკრეტი აუცილებელი იყო დემოკრატიული ცვლილებების დასაჩქარებლად და ის გაუქმდება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ხუთშაბათს დეკრეტის მიღების შემდეგ, მურსის როგორც ოპონენტების, ისე მომხრეების აქციების დროს დაიღუპა, სულ ცოტა, ერთი და დაშავდა ასობით ადამიანი.
XS
SM
MD
LG