Accessibility links

სააკაშვილი: საქართველოსა და უკრაინის „უალტერნატივო მომავალია“ ევროინტეგრაცია


საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კიევში იმყოფება, გაზეთ „კიევ პოსტის“ მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. კონფერენცია ორგანიზებულ იქნა აღმოსავლეთ ევროპის ფონდთან პარტნიორობით. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, სააკაშვილმა ისაუბრა საქართველოსა და უკრაინის მეგობრობასა და საერთო ღირებულებებზე და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია ორივე ქვეყნის უალტერნატივო მომავალია. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, კიევში ვიზიტისას, პრეზიდენტი სააკაშვილი შეეხო საქართველოში დაკავებების თემასაც: "მცდელობა, რომ რაღაც სასამართლო ამბების მეშვეობით პოლიტიკური პრობლემები მოაგვარებო, რასაც ახლა ჩვენში აკეთებენ, არ არის სწორი მეთოდი, სწორი გზა, და ის არსად არ მიგვიყვანს."
XS
SM
MD
LG