Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობაში მყოფ ტიმოშენკოს 200-მდე მომხრემ მიულოცა დაბადების დღე


უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პატიმრობაში მყოფ იულია ტიმოშენკოს 200-მდე მომხრე დღეს ქალაქ ხარკოვში შეიკრიბა მისთვის დაბადების დღის მისალოცად. აქტივისტები შეიკრიბნენ საავადმყოფოსთან, სადაც ტიმოშენკოა მოთავსებული ზურგის არეში ტკივილის გამო. ტიმოშენკოს მომხრეები უკრაინის სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდნენ ხარკოვში მისალოცი ბარათებითა და ტრანსპარანტებით. იუწყებიან ინციდენტის შესახებაც: ტიმოშენკოს მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მოხდა დაპირისპირება, რომლის გამოც პოლიციელებმა წაიყვანეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე. ტიმოშენკო, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის პოლიტიკური მეტოქეა, შვიდწლიან პატიმრობას იხდის ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობაში ბრალდების საფუძველზე. ის და მისი მომხრეები ირწმუნებიან, რომ საქმე ეხება პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.
XS
SM
MD
LG