Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის მხარს დაუჭერს პალესტინის თვითმმართველობას


საფრანგეთი აპირებს მხარი დაუჭიროს პალესტინელების განაცხადს, რომ მათი ავტონომიის სტატუსი გაეროში „დამკვირვებელ სახელმწიფოს“ სტატუსამდე ამაღლდეს. ამ საკითხს გენერალური ასამბლეა კენჭს ხუთშაბათს უყრის. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრის საფრანგეთის გადაწყვეტილების შესახებ, რომ მიემხრობა პალესტინელთა განაცხადს, ცნობა გაავრცელა სამშაბათს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორან ფაბიუსმა. ორშაბათს პალესტინელთა გაერთიანების, ჰამასის ლიდერობამ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ავტონომიის ხელმძღვანელობის სურვილს, გაეროში ავტონომიის სტატუსის ამაღლების თაობაზე. ადრე ჰამასი სხვა აზრისა იყო, რადგან თვლიდა, რომ ეს ირიბად ნიშნავდა ისრაელის არსებობის აღიარებას.
XS
SM
MD
LG