Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოელმა ომის ვეტერანებმა ალბანეთის პრემიერს ავტომაგისტრალის გახსნაზე დასწრებაში ხელი შეუშალეს


კოსოვოელმა ომის ვეტანებმა საპროტესტო გამოსვლა მოაწყვეს და ხელი შეუშალეს ალბანეთის პრემიერ-მინისტრს, სალი ბერიშას ჩასულიყო და დასწრებოდა პრიშტინის და ტირანის შემაკავშირებელი ავტომაგისტრალის გახსნას. ასეულობით ომის ვეტარანმა, უმეტესობა კოსოვოს განთავისუფლების არმიის წევრები იყვნენ, დაიკავეს ქალაქ ჯურჯიცის მახლობლად არეალი, რითაც ითხოვდნენ მათი ყოფილი თანამებრძოლის ფატმირ ლიმაის საპატიმროდან განთავისუფლებას. ლიმაი ბრალდებულად ცნეს 2009 წელს სერბი ტყვეების დაცხოცვასა და სხვების წამებაში; ინციდენტები კოსოვოში ომის დროს მოხდა, 1998-99 წლებში. ალბანეთის პრემიერის ვერტმფრენი უკან გაბრუნდა, როცა საპროტესტო გამოსვლის შესახებ გავრცელდა ხმა. კოსოვოს პრემიერი, ჰაშიმ ტაჩიც უნდა დასწრებოდა ცერემონიას, მაგრამ არ გამოჩენილა.
XS
SM
MD
LG