Accessibility links

საგამოძიებო სამსახურები თბილისის მერიის დაწესებულებებში შევიდნენ


საგამოძიებო სამსახურები თბილისის მერიის სისტემაში შემავალ შვიდ დაწესებულებაში შევიდნენ - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერიამ გააკეთა. მერიის ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება და ამ მოტივიტ საგამოძიებო სამსახურები დოკუმენტაციის ამოღებისა და ახსნა-განმარტების მიღების მიზნით, შესულები არიან ქალაქ თბილისის მერიის სისტემაში შემავალ დაწესებულებებში და მის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში: მერიის ადმინისტრაციაში, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში, მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურში, ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურში, ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდში, თბილისის განვითარების ფონდში და შპს "თბილსერვის ჯგუფში”
XS
SM
MD
LG