Accessibility links

logo-print

გიგი უგულავა: იმედია დასუფთავების სამსახურის პარალიზება არ მოხდება


თბილისის მერმა გიგი უგულავამ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, სადაც კომენტარი გააკეთა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დასუფთავების სამსახურში შესვლაზე და ამას პოლიტიკურად მოტივირებული აქტი უწოდა, რომელიც "პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მოდის". გიგი უგალავამ იმედი გამოთქვა, რომ შემოწმება დაფუთავების სამსახურს პრობლემებს არ შეუქმნის. ”იმედი მაქვს, ამდენი ჭკუა ეყოფა ფინანსთა მინისტრს და მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებს, რომ ისე დელიკატურად შეამოწმონ დასუფთავების სამსახური, რომ ამ სამსახურის პარალიზება არ მოხდეს. (...) ნება იბოძონ, ამოწმონ რაც უნდათ, ამის სრული შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ თუ მოხდა ქალაქის პარალიზება, ეს იქნება პირადად ბიძინა ივანიშვილის კისერზე” - განაცხადა გიგი უგულავამ.
XS
SM
MD
LG