Accessibility links

logo-print

პარლამენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობაზე კონტროლს გააძლიერებს


საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობაზე კონტროლს გასაძლიერებლად ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის შესამოწმებლად პარლამენტში დროებითი კომისია იქმნება, რომელიც უფლებამოსილია, აღნიშნული უწყება მხოლოდ საფინანსო-ეკონომიკურ ნაწილში შეამოწმოს. დეპუტატება დავით ონოფრიშვილმა და ნოდარ ებამოიძემ პარლამენტს "სახელმწიფო აუდიტის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილების პროექტი შესთავაზეს, რომლის თანახმადაც, დროებით საპარლამენტო კომისიას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის სრულყოფილი კონტროლის შესაძლებლობა ეძლევა და მხოლოდ საფინანსო-ეკონომიკური მიმართულებით არ შემოიფარგლება.
XS
SM
MD
LG