Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში აფეთქებების შედეგად დაიღუპა 30-ზე მეტი ადამიანი


სირიაში, სულ ცოტა, 34 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა ორი დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. სირიის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო „სანას“ ცნობით, „ტერორისტებმა“ მოაწყეს აფეთქებები დამასკის გარეუბან ჯარამანაში. ბოლო რამდენიმე დღეა, დამასკის გარშემო ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. ცნობების თანახმად, მთავრობის მომხრე შეიარაღებულმა პირებმა რაზმები შექმნეს ჯარამანაში, სადაც უმეტესწილად ქრისტიანები და დრუზები ცხოვრობენ, რათა თავი დაიცვან მეამბოხეებისაგან. გასულ თვეში ამ რაიონში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი. უფლებადამცველების მონაცემებით, 40 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული მას შემდეგ, რაც გასული წლის მარტში დაიწყო გამოსვლები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG