Accessibility links

logo-print

კეთრინ ეშტონი უზბეკეთში ვიზიტით აგრძელებს შუა აზიის ტურნეს


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონი უზბეკეთში ვიზიტით აგრძელებს შუა აზიის ტურნეს. ეშტონი დღეს ჩავიდა ტაშკენტში ყირგიზეთიდან, სადაც უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის საკითხებზე ესაუბრა შუა აზიის ხუთი სახელმწიფოს წარმომადგენლებს. ეშტონი აცხადებს, რომ ევროკავშირს სურს შუა აზიასთან ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებში უფრო მჭიდრო თანამშრომლობა. დღის წესრიგში დგას ასევე 2014 წელს ავღანეთიდან საერთაშორისო ძალების საბრძოლო შენაერთების გაყვანაც და გავლენა, რომელსაც ეს პროცესი მოახდენს შუა აზიის რეგიონზე. შუა აზიაში გამგზავრებამდე, კეთრინ ეშტონი 26 ნოემბერს რამდენიმესაათიანი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში.
XS
SM
MD
LG