Accessibility links

logo-print

აუდიტის შედეგებით, ქაბულის ბანკიდან უცხოეთში გადაირიცხა 900 მლნ დოლარი


ავღანეთში დამოუკიდებელი გამოძიების საფუძველზე მომზადებული ანგარიშით, ქაბულის ბანკიდან თაღლითური გარიგებების შედეგად უცხოეთში გადაირიცხა 900 მილიონ დოლარზე მეტი.უცხოელი დონორების დაფინანსებით ჩატარებულმა აუდიტმა გამოააშკარავა, როგორ ირიცხებოდა კრედიტების სახით გამოყოფილი ფული ანგარიშებზე ოცზე მეტ ქვეყანაში, ქაბულის ბანკის მენეჯერების, მათი მეგობრებისა და ნათესავებისათვის. აუდიტის შედეგად მოპოვებული ინფორმაციით, კრედიტების უდიდესი ნაწილით სარგებლობდა სულ 19 კერძო პირი და კომპანია. იმ პირებს შორის, რომლებიც გარიგებით სარგებლობდნენ, სახელდება ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ძმაც, მაჰმუდი, რომელიც ყველა ბრალდებას უარყოფს. ანგარიშში ნათქვამია აგრეთვე, რომ უმაღლესი პოლიტიკური ეშელონებიდან ხდებოდა გამოძიებაში ჩარევა. ამ ბრალდებას უარყოფს ავღანეთის გენერალური პროკურატურა.
XS
SM
MD
LG