Accessibility links

logo-print

პოლიტპატიმართა სიის საბოლოო ვარიანტი 5 დეკემბერს გახდება ცნობილი


პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი პოლიტპატიმართა საქმეების შემსწავლელი კომისია პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიის საბოლოო ვარიანტს 5 დეკემბერს გამოაქვეყნებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კომისიის წევრებმა განუცხადეს. მათი ინფორმაციით, შესაძლოა, არსებულ სიას გარკვეული პირები გამოაკლდნენ ან დაემატონ. 5 დეკემბერსვე გეგმავს საქართველოს პარლამენტი აღნიშნული სიის განხილვას. ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელის ეკა ბესელიას სიტყვებით, პოლიტპატიმართა სიაში პირადი განწყობით არც ერთი პატიმარი არ მოხვედრილა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, 5 დეკემბერს მთელი საზოგადოება მოისმენს თითოეული ადამიანის ირგვლივ არსებულ ისტორიას და იმ ფაქტებს, რის გამოც ისინი პოლიტპატიმრებად იქნებიან აღიარებულნი.
XS
SM
MD
LG