Accessibility links

logo-print

ფილიპ დიმიტროვი: ”ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ჩხუბში არ უნდა ჩაებან”


”ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება უშედეგო და საზიანო ჩხუბში არ უნდა ჩაებან”, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, ფილიპ დიმიტროვმა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროპა ადგილობრივი თვითმმართველობის დემოკრატიული ფორმის განვითარებით ყოველთვის დაინტერესებული იყო. "ადგილობრივი მთავრობა ყოველთვის იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი და ბევრი გამოწვევა ჰქონდა. ადგილობრივ მთავრობას ზოგჯერ აქვს ცენტრალური მთავრობისგან განსხვავებული პრიორიტეტები. ვხედავ, რომ ამ მხრივ საქართველო წინ მიდის. ძალიან ხშირად, ადგილობრივი მთავრობის, ცენტრალური მთავრობის და პარლამენტის არჩევნები არ ემთხვევა ერთმანეთს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა უნდა იმუშაონ ერთად და გამონახონ საუკეთესო გზები ქვეყნისა და ხალხისთვის", - აცხადებს ფილიპ დიმიტროვი.
XS
SM
MD
LG