Accessibility links

დაკავებულია კუდ-ის კახეთის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე


კახეთის საოლქო პროკურატურამ შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ლორთქიფანიძე დააკავა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, დავით ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს. შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს დავით ლორთქიფანიძის დაკავების ზუსტ მიზეზს, თუმცა, ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მის მიმართ რიგი დანაშაულებები გამოიკვეთა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვიდეომასალები აღნიშნულის შესახებ უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.
XS
SM
MD
LG