Accessibility links

logo-print

კუდ-ის ბაზაზე ორი ახალი სამსახური ჩამოყალიბდა


საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა (კუდ-ი) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ი) გაუქმების საკითხზე იმსჯელა. შესაბამისი ცვლილება პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულებაში შედის, - იუწყება „ინტერპრესნიუსი“. "ეს არის ცვლილება, რომელსაც საზოგადოებას დავპირდით. კუდ-ის ბაზაზე უკვე შეიქმნა ორი ახალი სამსახური - სახელმწიფო უსაფრთხოების და ანტიკორუფციული სააგენტოები. სოდ-ის დეპარტამენტი კი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს შეუერთდა და შეიქმნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. ასევე, შეიქმნა რეფორმებისა და განვითარების ახალი სააგენტო და მინისტრის აპარატი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის თქმითაც, შს სამინისტროში სრულიად ახალი სტრუქტურა ჩამოყალიბდა.
XS
SM
MD
LG