Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში მწვავდება უთანხმოება პრეზიდენტსა და სასამართლოებს შორის


ევგიპტის საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ მუჰამად მურსის ადანაშაულებს სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობაში. ამ ბრალდების შემცველი განცხადება, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, კიდევ უფრო ამწვავებს დაძაბულობას ისლამისტ პრეზიდენტსა და სასამართლო ხელისუფლებას შორის. ოთხშაბათს ეგვიპტის საკასაციო სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომაც გამოაცხადეს, რომ მუშაობას წყვეტენ, სანამ პრეზიდენტს არ გაუუქმებია დეკრეტი თავისი უფლებამოსილებების გაზრდისა და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან ჩარევისგან პრეზიდენტის ნებისმიერი გადაწყვეტილების დაცვის შესახებ. მურსის დეკრეტს საპროტესტო აქციები მოჰყვა მთელს ეგვიპტეში. კაიროსა და სხვა ქალაქებში სამშაბათს ათიათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. დღეს პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ კაიროს ცენტრში, ტაჰრირის მოედანთან.
XS
SM
MD
LG