Accessibility links

logo-print

ატომური სააგენტო ვერ ხედავს პროგრესს ირანის ბირთვული კრიზისის მოგვარების მხრივ


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, იუკია ამანოს განცხადებით, მოუგვარებელი რჩება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები. ამანომ ვენაში, სააგენტოს მმართველთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ არ ჩანს პროგრესი კრიზისის მოგვარების მხრივ. მისივე შეფასებით, ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს არა აქვთ შესამჩნევი გავლენა თეირანის ბირთვულ პროგრამაზე. სააგენტო ირანისაგან მოითხოვს პასუხს შეკითხვებზე, რომლებიც ეხება მისი ბირთვული პროგრამის შესაძლო, სამხედრო განზომილებას. ვენაში ატომური ენერგეტიკის სააგენტოს მმართველთა საბჭოს დღევანდელ შეხვედრას წინ უსწრებდა ამ სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ირანმა შესაძლოა, მალე აამუშავოს ურანის გასამდიდრებელი გაცილებით მეტი ცენტრიფუგა ფორდოს ობიექტზე.
XS
SM
MD
LG