Accessibility links

სირიის რეჟიმმა მთელ ქვეყანაში დაბლოკა ინტერნეტი


ინტერნეტის მეთვალყურე ამერიკული კომპანიების ცნობით, სირიის მმართველმა რეჟიმმა მთელ სირიაში დაბლოკა ინტერნეტი. სირიელმა აქტივისტებმა ხუთშაბათს სატელეფონო საუბრებში დაადასტურეს ინტერნეტის დაბლოკვის ფაქტი, დამასკში ინტენსიური შეტაკებების ფონზე. აშშ-ში დაფუძნებული კომპანია „რენესისი“, რომელიც იკვლევს ინტერნეტის შეზღუდვის ფაქტებს, აცხადებს, რომ შუადღით სირიამ, ფაქტიურად, გამორთო ინტერნეტი. სირიაში ინტერნეტის სრულ დაბლოკვას ადასტურებს შეერთებულ შტატებში დაფუძნებული კიდევ ერთი კომპანია. იუწყებიან აგრეთვე, რომ ეგვიპტისა და დუბაის ავიაკომპანიების განცხადებით, მათ ხუთშაბათს შეწყვიტეს დამასკში ფრენა, რადგან სირიის ხელისუფლებამ, ცნობების თანახმად, აეროპორტის გზა გადაკეტა მიმდებარე რაიონებში შეტაკებების გამო.
XS
SM
MD
LG