Accessibility links

logo-print

აშშ-ში საავადმყოფოში მოათავსეს უფროსი ჯორჯ ბუში


ცნობების თანახმად, აშშ-ში საავადმყოფოში მოათავსეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, უფროსი ჯორჯ ბუში. ტეხასის შტატის უდიდეს ქალაქ ჰიუსტონში მდებარე საავადმყოფოს პრესმდივანმა დაადასტურა ეს ცნობა. ამერიკულ ტელეარხ NBC-ის ცნობით, 88 წლის ჯორჯ ბუშს მკურნალობენ ბრონქიტის გართულების თავიდან ასაცილებლად. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, უფროსი ჯორჯ ბუში იყო შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტი და ხელისუფლების სათავეში იდგა 1989-1993 წლებში. მანამდე ის ვიცე-პრეზიდენტი იყო პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მმართველობისას (1981-1989).
XS
SM
MD
LG