Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ვაშინგტონში შეხვდა ქართველ კოლეგას


ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაია ფანჯიკიძესთან. შეხვედრის დაწყებამდე გაკეთდა განცხადებები, რომლებითაც კლინტონმა და ფანჯიკიძემ დაადასტურეს მხარდაჭერა ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მიმართ. კლინტონმა აღნიშნა, რომ წელს აღინიშნება ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების მე-20 წლისთავი და გამოთქვა შეფასება, რომ „ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო წარმატებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში დემოკრატიის განვითარებისათვის“. იქვე სახელმწიფო მდივანი გამოეხმაურა საქართველოში დაკავებების თემას და გამოთქვა იმედი, რომ გამჭვირვალედ წარიმართება დამნაშავეების სამართლებრივი დევნის პროცესი. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მომავალშიც ექნება შეერთებული შტატებისაგან მხარდაჭერისა და დახმარების იმედი. "ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რომ შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტიორია", განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
XS
SM
MD
LG