Accessibility links

logo-print

ეგვიპტის კონსტიტუციის კანონპროექტში „ისლამური სამართალი“ უცვლელად შენარჩუნდება


ეგვიპტის პარლამენტში ახალი კონსტიტუციის კანონპროექტის კენჭისყრა დაიწყო. ასამბლეამ მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში ისლამური სამართლის, „შარიათის“ პრინციპების შენარჩუნებას უცვლელად, როგორც ეს ადრინდელ, დამხობილი პრეზიდენტის, მუბარაკისდროინდელ კონსტიტუციაში იყო. ახალი პროექტის საბოლოო ტექსტზე მუშაობა წუხელ გვიან დასრულდა. კენჭისყრის დასრულების შემდეგ კონსტიტუციის პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენენ პრეზიდენტ მუჰამად მურსის, ხოლო ის რეფერენდუმზე გაიტანს ახალ კონსტიტუციას. იმედოვნებენ, რომ ახალ კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესში წინსვლა განმუხტავს დაძაბულობას, რომელიც გამოიწვია მურსის დეკრეტმა მისი უფლებამოსილების გაზრდის შესახებ. ამ დეკრეტის მიმართ საპროტესტო გამოსვლების დროს ორი ადამიანი დაიხოცა ბოლო კვირაში.
XS
SM
MD
LG