Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მეცხრე არხს” თანამშრომლები ტოვებენ


”მეცხრე არხში” განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ ტელეკომპანია თანამშრომლების ნაწილმა დატოვა. დღეს დილის გადაცემის წამყვანებმა განაცხადეს, რომ სამსახურიდან პროგრამის მთელი შემადგენლობა წავიდა. მანამდე ტელეკომპანია გენერალური დირექტორის მოადგილემ და გადაცემა "კონსილიუმის" ავტორმა ვასილ მაღლაფერიძემ დატოვა. ორივე შემთხვევაში პროტესტის მიზეზი გახდა ის, რომ ტელეკომპანიის თანამშრომლები არ ჩააყენეს საქმის კურსში მიმდინარე პროცესების შესახებ. ტელეკომპანია "მე-9 არხის" გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა, რაც არხზე მიმდინარე რეორგანიზაციით ახსნა. არხის გენერალური დირექტორის მოვალეობას ამჟამად ლუბა ელიაშვილი ასრულებს.
XS
SM
MD
LG