Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის საკონსტიტუციო ასამბლეამ დაამტკიცა კონსტიტუციის პროექტი


ეგვიპტის საკონსტიტუციო ასამბლეამ წუხელ დაასრულა მუშაობა ახალი კონსტიტუციის პროექტზე. პრეზიდენტი მუჰამად მურსი იმედოვნებს, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტი განმუხტავს კრიზისს, რომელსაც იწვევს მურსის დეკრეტი მისი უფლებამოსილების გაზრდის შესახებ. პრეზიდენტის ოპონენტები აცხადებენ, რომ კონსტიტუციის პროექტი ნაჩქარევად დაამტკიცეს მურსის მოკავშირე „მუსლიმთა საძმოს“ დელეგატებმა ისე, რომ არ გაუთვალისწინებიათ უმცირესობების - მათ შორის ქრისტიანებისა და ლიბერალების - შეხედულებები. უმცირესობების წარმომადგენლები არ ყოფილან ასამბლეაში კონსტიტუციის პროექტის განხილვისას. მოსალოდნელია, რომ მურსი ამ კვირის მიწურულს დაამტკიცებს კონსტიტუციის პროექტს, რასაც მოჰყვება დეკემბრის შუა რიცხვებში კონსტიტუციის პროექტის რეფერენდუმზე გატანა. მურსის მიერ გასულ კვირაში მიღებული დეკრეტით გამოწვეულ საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა, სულ ცოტა, ორი და დაშავდა ასობით ადამიანი.
XS
SM
MD
LG