Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატი ემხრობა ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის დაჩქარებას


აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის დაჩქარებას. 62 სენატორი 33-ის წინააღმდეგ მიემხრო შესაბამის არასავალდებულო შესწორებას თავდაცვის პოლიტიკის შესახებ კანონპროექტში. ექსპერტების შეფასებით, კენჭისყრის შედეგი მკაფიო სიგნალს უგზავნის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და სამხედროებს, რომლებმაც უნდა განსაზღვრონ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის ტემპი. ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის დაჩქარების მომხრე ერთ-ერთი სენატორი, ჯეფ მერკლი აცხადებს, რომ ალ-ყაიდას უფრო ძლიერი პოზიციები აქვს სხვა ქვეყნებში და რომ ავღანეთში სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ მიმართული ძალისხმევა უმეტესწილად წარუმატებელი იყო. ხუთშაბათს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლიონ პანეტამ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს შესაძლოა, მოუხდეს ავღანეთში ჯარისკაცების დატოვება საბრძოლო მისიის დასრულების შემდეგაც, იქ ალ-ყაიდის ყოფნის გამო.
XS
SM
MD
LG