Accessibility links

logo-print

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა რუსეთში ვიზიტი გადადო


იაპონიის მედია იუწყება, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიკო ნოდამ გადადო რუსეთში მომავალი თვისათვის დაგეგმილი ვიზიტი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ჯანმრთელობის პრობლემების გამო. საინფორმაციო სააგენტოების, "კიოდოსა" და "ჯიჯის" ცნობით, ნოდამ ვიზიტის გადადების შესახებ ისაუბრა კუნძულ ჰოკაიდოზე ადგილობრივი მმართველობის წევრებთან შეხვედრისას. ბოლოხანს მედიაში ბევრ ვარაუდს გამოთქვამენ პუტინის ჯანმრთელობის შესაძლო პრობლემებზე. პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, პრეზიდენტს ზურგის არეში კუნთი დაეჭიმა ძიუდოში ვარჯიშის დროს. დღეს პესკოვმა უარყო ცნობები რაიმე სახის სერიოზული პრობლემების შესახებ. პრესმდივნის ცნობით, რუსეთში იაპონიის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შესაძლოა, მომავალი წლის იანვარში ჩატარდეს.
XS
SM
MD
LG