Accessibility links

logo-print

სირიაში ინტენსიური ბრძოლებია. ინტერნეტი დაბლოკილი რჩება


სირიაში ინტერნეტი დაბლოკილი რჩება, ხოლო სატელეფონო კომუნიკაცია შეზღუდულია მაშინ, როცა სულ უფრო მწვავდება ბრძოლები მთავრობის ჯარებსა და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგე მეამბოხეებს შორის. აშშ-ში დაფუძნებული ორი საინტერნეტო კომპანია ადასტურებს, რომ ხუთშაბათს მთელ სირიაში დაიბლოკა ინტერნეტი. ეს პირველად მოხდა 20 თვის წინ დაპირისპირების დაწყების შემდეგ. აქტივისტების ცნობით, მთავრობის ჯარები, როგორც ჩანს, ემზადებიან დამასკის გარშემო მეამბოხეების პოზიციების წინააღმდეგ ოპერაციისათვის. ხუთშაბათს, დამასკთან ინტენსიური ბრძოლების გამო დაიბლოკა აეროპორტში მიმავალი გზა.
XS
SM
MD
LG