Accessibility links

logo-print

წელს „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემიდან 300 წლისთავი აღინიშნება


2012 წელს ბეჭდური სახით „ვეფხისტყაოსნის“ პირველი გამოცემის 300 წელი შესრულდა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ ამ თარიღთან დაკავშირებით კონფერენცია ჩაატარა. ასევე მომზადდა „ვეფხისტყაოსნის“ ელექტრონული ვერსია, რომელშიც შეტანილია, მისი ყველა ხელნაწერი. ელექტრონული „ვეფხისტყაოსანი“ დაინტერესებულ პირებს პოემის უფრო ღრმა ანალიზის საშუალებას მისცემს.

XS
SM
MD
LG